ახალი ამბები
C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი მედიკამენტის შემოტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. ამით სერგეენკო კითხვას გამოეხმაურა, რატომ დაიწყო მოლაპარაკებები ინტერფერონის ნაცვლად სოფუსბუვირის შემოტანაზე. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, C ჰეპატიტი სერიოზული პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში. მისი თქმით, საქართველოში უკვე შესაძლებელი გახდა დაწყებულიყო პროგრამა და ინტერფერონის საჭიროების მქონე პაციენტებს მედიკამენტი 60%-იანი ფასდაკლებით მიეღოთ. მინისტრის განცხადებით, მიუხედავად ამისა, ფასი აბსოლუტური უმრავლესობისთვის ისევ მიუწვდომელია. "ახლა გამოჩნდა ახალი შესაძლებლობა, რომელსაც განკურნების ბევრად მეტი პროცენტი აქვს. ჩვენი ინტერესია, დავეხმაროთ მოსახლეობას, რომ ეს მედიკამენტი და ზოგადად C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდეს. შესაბამისად, უკვე რამდენიმე თვეა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომლის დეტალებს ვერ გავამხელ, რადგან მოლაპარაკების პროცესი არ დასრულებულა. მაგრამ ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს", - განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, პრეპარატი სოფუსბუვირი ყველაზე ძვირია და მაგალი
Print