ახალი ამბები
ირაკლი ალასანიას მოადგილე მოწმის სტატუსით დაიკითხება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბატიაშვილი დღეს, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიკითხება. ირაკლი ალასანიას მოადგილე მოწმის სტატუსით დაიკითხება თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.
Print