ახალი ამბები
კოალიციამ გორში ბათუმსა და კახეთში უმრავლესობა დაკარგა
კიდევ ერთი რეგიონი, სადაც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა დატოვა, კახეთია. არსებული ინფორმაციით, გურჯაანის საკრებულოს უმრავლესობას სოლიდარობის ნიშნად „თავისუფალი დემოკრატები" ტოვებენ. კოალიციის რიგები ალასანიას პარტიის ოთხმა წევრმა დატოვა. გორის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა. კოალიცია "თავისუფალი დემოკრატების" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, დავით გორგიშელმა. გორგიშელის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ. ბათუმის საკრებულოში კი თავისუფალმა დემოკრატებმა უმრავლესობა დატოვეს. ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ უკვე გავიდნენ „ქართული ოცნების” კოალიციიდან. ისინი საქმიანობას ცალკე ფრაქციად განაგრძობენ. „თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმის საკრებულოს უმრავლესობაში სამი დეპუტატით იყვნენ წარმოდგენილი. ფრაქციიდან მათი გასვლის მიუხედავად, როგორც ბათუმის საკრებულოში აცხადებენ, კოალიცია „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში რჩება. „თავისუფალი დემოკრატები უმრავლესობას ტოვებენ ქალაქ გორის საკრებულოშიც. ამის შესახებ ისინი დღეს ოფიციალურად განაცხადებენ.
Print