ახალი ამბები
ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის საკითხზე იმსჯელებენ
ბიუროს სხდომა დღეს პარლამენტში 15:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე განიხილება როდის და რა ფორმატით შედგება გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოში. პრეზიდენტი პარლამენტს, სავარაუდოდ პარასკევს მიმართავს. ბიუროს სხდომას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გასულ კვირას პარლამენტს თხოვნით მიმართა უახლოესი პლენარული სხდომების დღის წესრიგში პრეზიდენტის პარლამენტისადმი მიმართვა გაეთვალისწინებინა. საქართველოს პარლამენტისადმი პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს სტრატეგიული კურსის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება.
Print