ახალი ამბები
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება პანკისში
ხმაური იყო პანკისში. ადგილობრივებს შორის ინციდენტი და ფიზიკური დაპირისპირება გუშინ რამდენჯერმე მოხდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ახმეტაში “ქართული ოცნების“ წევრებმა რუსლან და ბესლან ალხანაშვილებმა ნოდარ ჭიჭიაშვილს სცემეს, რის შემდეგაც ერთმანეთს უკვე დაზარალებულისა და ალხანაშვილების ახლობლები დაუპირისპირდნენ. ინციდენტის დროს კიდევ ერთი ადგილობრივი ჯოყოლა აჭიშვილი დაშავდა. ამ დროისთვის იგი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც დაშავებულის ახლობლები ყვებიან, საავადმყოფოდან დაბრუნებისას, მათ ორი მანქანა აედევნათ, რასაც მხარეებს შორის ასევე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი. რამდენიმე პირი პოლიციამ კახეთის სამხარეო პოლიციაში დაკითხა. მომხდარზე გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.
Print