ახალი ამბები
რიჩარდ ნორლანდი საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს თავს არიდებს
საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა შეერთებული შტატების ელჩი. რიჩარდ ნორლანდი იმედოვნებს, რომ მინისტრებს უახლოეს დღეებში დაამტკიცებენ. მან ქვეყნებს შორის სამომავლო ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თანამშრომლობა გრძელდება, რადგან, მისი თქმით, მათ რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საერთო მიზანი აქვთ. "ორშაბათია და იმედი მაქვს, ეს ნორმალური კვირის დასაწყისი იქნება. მე არ მინდა ვისაუბრო საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. შემიძლია ვისაუბრო ჩვენი ურტიერთბების საკითხებზე. იმედი მაქვს ჩვენი თანანშრომლობა მომავალშიც მტკიცე იქნება. გვაქვს საერთო მიზნები რეგიონში უსაფრთხოების და კეთილდღეობის დასამყარებლად", - განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა.
Print