ახალი ამბები
ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დეპუტატები დღევანდელ სესიაზე განიხილავენ. პარასკევის პლენარულ სხდომას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრება და დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტში შეტანილ ცვლილებებს გააცნობს. ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს კანონმდებლები დეკემბრის თვის დასაწყისში უყრიან კენჭს. ბიუჯეტის პროექტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, დაფინანსება გაეზრდება განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს. ბიუჯეტის ახალი ვერსია მომავალი წლიდან პენსიების ზრდასაც ითვალისწინებს.
Print