ახალი ამბები
აზერბაიჯანმა ოკუპირებული ტერიტორიის თავზე საჰაერო სივრცე დახურა
საჰაერო სივრცეში სომხეთის სამხედრო საჰაერო თვითმფრინავების შესვლა მიჩნეული იქნება აზერბაიჯანის წინააღმდეგ ოკუპაციისა და აგრესიის გაგრძელებად. "ვითარების გამწვავების მთავარი მიზეზი აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ყოფნაა, ამიტომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს აკისრია", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. გუშინ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ვერტმფრენის "მი-24"-ის ჩამოგდების თაობაზე, რომელმაც აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე დაარღვია. წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოგდებას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
Print