ახალი ამბები
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი კანდიდატურა კიდევ ერთხელ ჩააგდო
ამჯერად კენჭი იუსტიციის საბჭოს წევრად დავით კარიაულის კანდიდატურას ეყარა, თუმცა მან დამტკიცებისთვის ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. კარიაულს 62-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, კვორუმი კი 100 ხმით არის განსაზღვრული. იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში ეს ის ვაკანტური ადგილია, სადაც კანდიდატურის დამტკიცებას ხმათა 2/3 ანუ 100 ხმა და, შესაბამისად, უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტმა ამ ვაკანტურ ადგილზე ვერც ერთი კანდიდატურა ვერ დაამტკიცა. კონკურსი რამდენჯერმე ჩატარდა. პარლამენტისთვის შეთავაზებული იყო რამდენიმე სხვადასხვა კანდიდატი. დღემდე ყველა კანდიდატი პარლამენტმა ჩააგდო.
Print