ახალი ამბები
ციხეებში ელექტროშოკს აღარ შეიტანენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აღარ გაუკეთებს ინიცირებას საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვით პატიმრობის კოდექსში, სპეციალური საშუალებების ჩამონათვალში ელექტროშოკიც უნდა შესულიყო. ამის შესახებ დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თეა პერტაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისას სამინისტრომ არასამთავრობო სექტორის მოსაზრება გაითვალისწინა, რომელიც სპეციალურ საშუალებების ჩამონათვალში ელექტროშოკის შესვლას არ იზიარებდა. „ელექტროშოკის გამოიყენება აშშ-ის 45 შტატში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ფინეთსა და დიდ ბრიტანეთში. ამ მხრივ, დასავლური სტანდარტები არ გვზღუდავს, თუმცა მოცემული უწყების განვითარებისთვის ფასეულია ქვეყნის სამოქალაქო სექტორის მოსაზრებები. ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობას წარედგინოს კანონპროექტი, რომელშიც ელექტროშოკი გათვალისწინებული აღარ იქნება.“ - განაცხადა თეა პერტაიამ.
Print