ახალი ამბები
კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ახლობლების ინფორმაციით, ბენდუქიძე გულის უკმარისობით ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში დაიღუპა. ის ცოტა ხნის წინ სამკურნალოდ შვეიცარიაში იმყოფებოდა.
Print