ახალი ამბები
ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის შედეგები
ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი და მოწოდება სამართლებრივი საქმეების გამჭვირვალედ წარმართვისკენ – ასეთია ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის შედეგები. ოფიციალური დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია. "მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაცია. ევროკავშირი ხაზს უსვამს პოლიტიკური კლიმატის გაუმჯებესების აუცლებლობას, რათა თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური ანგარიშსწორება და პოლარიზაცია, ამავე დროს, უზრუნველყოფილი იყოს სივრცე ოპოზიციისთვის. ევროკავშირი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის გამოძიებები უნდა იყოს დასაბუთებული, გამჭვირვალე და თავისუფალი პოლიტიკური მოტივაციისგან, სადაც მკაცრად იქნება დაცული სამართლებრივი პროცედურები. ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შეშფოთებას გამოთქვამს ე.წ. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების გამო, რომელიც რუსეთ-აფხაზეთს შორის განიხილება",- ნათქვამია ასოცირების საბჭოს განცხადებაში.
Print