ახალი ამბები
ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონ ევროს გამოუყოფს
შესაბამის ფინანსურ შეთანხმებას ბრიუსელში გუშინ ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა მოაწერეს. გრანტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის ხელშეწყობას და რეგიონებში ეკონომიკური და სოციალური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას.
Print