ახალი ამბები
გენერალური აუდიტორი დღეს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრება
ლაშა თორდიას განცხადებით, ნდობის ჯგუფისგან წერილობითი ოფიციალური მიწვევის შემდეგ, ის შეხვედრაზე იმ აუდიტორებთან ერთად მივა, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის შემოწმებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. გენერალური აუდიტორმა “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის შეფასებას, რომ თითქოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მათ წინააღმდეგ , მთავარი პროკურატურის მიერ წარმოებულ, პოლიტიკურ თამაშში ჩაერთო, უპასუხა, რომ გენერალური აუდიტორი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული ორგანოა, შესბამისად ისინი ვალდებულნი იყვნენ ასე მოქცეულიყვნენ. ნდობის ჯგუფი ამ მოწვევის პარლამენტში პირველად იკრიბება.
Print