ახალი ამბები
კახა ბენდუქიძეს დღეს დაკრძალავენ
საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრსა და "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელ კახა ბენდუქიძეს დღეს კუკიას სასაფლაოზე , დედის გვერდით დაკრძალავენ. გამოსვენების ცერემონია 15.00 საათზე, დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან შედგება, სადაც ბენდუქიძე წუხელ გადაასვენეს. მანამდე კი, სამოქალაქო პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში, მოსაშვილის ქუჩაზე იყო. კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გულის შეტევით გარდაიცვალა. ბენდუქიძე ლონდონიდან თბილისში 20 ნოემბერს ჩამოასვენეს.
Print