ახალი ამბები
ათენის ციხიდან ქართველმა პატიმრებმა გაქცევა სცადეს
ბერძნული გამოცემა GreeceReporter-ის ინფორმაციით, ათენში, კორიდალოს ციხეში მყოფმა ქართველმა პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს, ექვსი ქართველი პატიმარი კი ციხიდან გაქცევას შეეცადა. ადგილობრივი პოლიციის თქმით, 21 ნოემბრს ერთ-ერთი ქართველი პატიმრის ბებია შვილიშვილისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკების გადაცემას ცდილობდა. მას შემდეგ, რაც ციხის ბადრაგმა ნარკოტიკების გადაცემის ფაქტი აღკვეთა, ციხის კლინიკაში მყოფმა ქართველმა პატიმრებმა ხმაური ატეხეს, მათ კი ათენის ციხეში მყოფი 25 ქართველი პატიმარი შეუერთდა. ბუნტის შედეგად სამი ბადრაგი დაშავდა. GreeceReporter-ის ინფორმაციით, პატიმრებმა კონტროლი დაამყარეს ციხის კლინიკაში და ციხეში არსებული პირობები გააპროტესტეს. ბუნტი მხოლოდ მას შემდეგ ჩაწყნარდა, რაც ციხის ბადრაგის დასახმარებლად კორიდალოს ციხეში სპეცდანიშნულების რაზმი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის რაზმი მივიდნენ.
Print