ახალი ამბები
ობამა: ჰილარი კლინტონი საუკეთესო პრეზიდენტი იქნება
2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დემოკრატიული პარტიიდან კანდიდატების შერჩევისას, ჰილარი კლინტონმა ბარაქ ობამას ვერ გაუწია კონკურენცია. მოსალოდნელია, რომ კლინტონი, რომელსაც 67 უსრულდება, 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ტელეარხ ABC - თვის მიცემულ ინტერვიუში, აშშ - ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ხშირად ურთიერთობს ჰილარი კლინტონთან და მას მეგობრად მიიჩნევს. ობამამ დემოკრატიული პარტიის რამდენიმე ღირსეულ კანიდადტს შორის, ჰილარი კლნინტონი გამოყო და განაცხადა, რომ სწორედ ის შეიძლება გახდეს ძლიერი და საუკეთესო პრეზიდენტი. ამასთან, ბარაქ ობამამ თქვა, რომ კლინტონი, რომელიც ,ერთ დროს, მის ადმინისტრაციაში სახემწიფო მდივანი იყო, ბევრ რამეს სრულიად განსხვავებულად გააკეთებდა. აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლის ამომრჩეველს სიახლე სჭირდება, რითაც მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი როლი საარჩევნო კამპანიაში უმნიშვნელო იქნება.
Print