ახალი ამბები
პრეზიდენტი ლატვიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლატვიის პრეზიდენტთან ანდრეს ბერზინშთან ერთად ლატვიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისათვის, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა თანდათან უფრო ვითარდება. ანდრეს ბერზინშმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება. ლატვიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებას ლატვიის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები დაესწრნენ.
Print