ახალი ამბები
ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტს არასამთავრობოები აპროტესტებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები და პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენების თხოვნით მიმართავენ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ქუთაისში პარლამენტთან დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები საჩივრით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავენ. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის მიერ პირველ მოსმენაზე დამტკიცებულ კანონპროექტს ანტისახელმწიფოებრივს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ დეპუტატებმა გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს.
Print