ახალი ამბები
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 1 971 საარჩევნო უბანი, ხოლო 95 უბანი გაიხსნა ან გაიხსნება საზღვარგარეთ. ამომრჩევლები 101 დეპუტატს 4 წლის ვადით აირჩევენ. საარჩევნო მარათონში 24 კონკურენტი მონაწილეობს. აქედან 19 პარტია, ერთი საარჩევნო ბლოკი და 4 დამოუკიდებელი კანდიდატი. პარლამენტში მოხვედრისთვის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 2%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ, პარტიებმა – 6%-იანი, ორი პარტიისგან შემდგარმა ბლოკმა – 9%-იანი, ხოლო სამი და მეტი პარტიისგან შემდგარმა ბლოკმა 11%-იანი.
Print