ახალი ამბები
სატვირთო ავტომობილების მძღოლები კობი-გუდაურის მონაკვეთზე დახმარებას ითხოვენ

უკვე მეოთხე დღეა სატვირთო ავტომობილების გადაადგილება კობი-გუდაურის გზაზე შეჩერებულია. ამის მიზეზი დიდთოვლობაა. რუსეთიდან შემოსული სატვირთოები კობის ტერიტორიაზე არიან გაჩერებული და გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.

რესპონდენტის თქმით, გზის გაწმენდის სამუშაოები არ ტარდება, დაბალი ტემპერატურის გამო კი დათოვლილი გზა იყინება და მათ გზის გაგრძელების საშუალება აღარ ეძლევათ. მძღოლები შესაბამის სამსახურებს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

„გვეუბნებიან, რომ ეს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის კეთდება, თუმცა მსუბუქი მანქანები ჩვეულებრივად მოძრაობენ,“ - განაცხადა სატვირთოს მძღოლმა.

Print