ახალი ამბები
რომის პაპმა და მსოფლიო პატრიარქმა უკრაინაში მშვიდობისკენ მოუწოდეს მხარეებს
რომის პაპმა ფრანცისკემ და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე პირველმა 30 ნოემბერს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ უკრაინაში მშვიდობისა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული დიალოგისკენ მოუწოდეს მხარეებს. 30 ნოემბერს სტამბოლში ფრანცისკემ და ბართლომე პირველმა ერთობლივი ლიტურგია ჩაატარეს. ისინი სირიასა და ერაყში ქრისტიანების მკვლელობის შეწყვეტისა და ისლამზე დაფუძნებული კონსტრუქტიული დიალოგისკენ მოწოდებითაც გამოვიდნენ.
Print