ახალი ამბები
ზურაბ აბაშიძე - კარასინთან კომუნიკაციის ფორმატი შენარჩუნებულია
გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურნენ თბილისშიც. ზურაბ აბაშიძის თქმით, კარასიანი-აბაშიძის ფორმატი და კომუნიკაცია შენარჩუნებულია. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა თუ როდის და რა საკითხზე გაიმართება მომდევნო შეხვედრა. საკითხს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. დავით დონდუა მიიჩნევს, რომ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ხელს უშლის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს, თუმცა ფიქრობს რომ კონსტრუქციული ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს. დავით დონდუა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატსაც შეეხო და განმარტა, რომ ეს არ არის მხოლოდ ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი და რუსეთს მასში მოაწილეობას საერთაშორისო შეთანხმება ავალდებულებს.
Print