ახალი ამბები
ვლადიმერ პუტინმა "სამხრეთ ნაკადის" პროექტის შეჩერებაზე განაცხადა
ჩვენ ვერ ჩავდებთ ასობით მილიონ დოლარს პროექტში, რომ მთელი შავი ზღვა გავიაროთ და ბულგარეთთან შევჩერდეთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაზსადენის "სამხრეთ ნაკადის" პროექტის შეჩერების კომენტირებისას განაცხადა. პუტინის თქმით, გაზსადენის მშენებლობას ვერ დაიწყებს, ვინაიდან ბულგარეთის მხრიდან თანხმობა არ აქვს. "ჩვენ არ შეგვიძლია ჩავდოთ ასობით მილიონი დოლარი პროექტში, გავიაროთ მთელი შავი ზღვა და ბულგარეთთან გავჩერდეთ", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ პროექტის რეალიზება ვერ მოხდება. მისი თქმით, ბულგარეთის ხელისუფლება მანამდე ჰპირდებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობისათვის. "თუ ბულგარეთს არ შეუძლია, მოიქცეს როგორც სუვერენული სახელმწიფო, ევროკომისიას მოსთხოვონ თანხა ვერმიღებული სარგებლის გამო, ვინაიდან მხოლოდ ტრანზიტისთვის ბულგარეთს 400 მილიონი ევრო უნდა მიეღო", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. პუტინის თქმით, თუ ევროკავშირს არ სჭირდება "სამხრეთ ნაკადი", ის არ აშენდება და საკუთარ რესურს რუსეთი სხვა ქვეყნებზე გადაანაწილებს.
Print