ახალი ამბები
ალექსანდრე კვიტაშვილი - თანამდებობას უკრაინისა და უკრაინელებისადმი ღრმა პატივისცემის გამო დავთანხმდი
თანამდებობაზე მუშაობის შეთავაზება უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი ღრმა პატივისცემის გამო მივიღე, - განაცხადა უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა. უკრაინის უმაღლესმა რადამ გუშინ მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. დეპუტატების წინაშე მინისტრობის ის კანდიდატები წარდგნენ, რომლებმაც უკრაინის მოქალაქეობა გუშინ მიიღეს და იმ გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრეს, თუ რატომ დათანხმდნენ მინისტრთა კაბინეტში მუშაობას. "ბოლო სამი თვის განმავლობაში უკრაინაში რეფორმებზე ვმუშაობდი, მაგრამ ამ ქვეყნისადმი სიყვარული უფრო დიდი ხნის სიყვარულს უკავშირდება. ამ თანამდებობაზე მუშაობის შეთავაზება უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი ღრმა პატივისცემის გამო მივიღე. ამაყი ვარ, იმ დიდი ქვეყნის მოქალაქეობის მიღებით, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს", - განაცხადა რადაში გამოსვლისას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა. ალექსანდრე კვიტაშვილის კანდიდატურა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე "პეტრო პოროშენკოს ბლოკმა" წარადგინა.
Print