ახალი ამბები
ნოდარ ხადური Microsoft-ის გენერალურ მენეჯერს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კომპანია Microsoft-ის გენერალურ მენეჯერს საჯარო სექტორის მიმართულებით ტრუდი ნორის გრეის შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კომპანიის მენეჯერი საქართველოს პირველად სტუმრობს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს კომპანია Microsoft-ისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, კომპანიის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კურტანიძე, კომპანია Microsoft-ის გენერალური მენეჯერი საქართველოში დავით ასათიანი და კომპანია Microsoft-ის დირექტორი საჯარო სექტორის მიმართულებით ჯორჯ რანდელოვი.
Print