ახალი ამბები
ბორის სილევიჩი - ვერ ვიტყოდი, რომ ორი გასაღების პრინციპი საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტია
ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ბორის სილევიჩმა გუშინ, სასტუმრო "რედისონში" გამართულ პარესკონფერენციაზე ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტთან დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. სილევიჩის თქმით, თავად ფაქტი, რომ საქართველო მსგავს კანონზე მსჯელობს, აჩვენებს რამდენად წინ არის ეს ქვეყანა თავის მეზობლებთან შედარებით, სადაც გაცილებით სხვა პრობლემებია დღის წესრიგში. "ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრეთ სხვადასხვა შეხვედრებზე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახალხო დამცველთან. ვერ ვიტყოდი, რომ ორი გასაღების პრინციპი არის ზოგადი პრაქტიკა და სტანდარტი. არსებობს სხვა სახის გადაწყვეტა საკითხის, დეტალურად ვერაფერს გეტყვით, ვინაიდან კანონის სრული თარგმანი ინგლისურ ენაზე ჯერჯერობით არ მიგვიღია, თუმცა, ძირითადი პრინციპები საკმაოდ ნათელია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თავად ის ფაქტი, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, ნიშნავს, რომ მეზობლებთან შედარებით და იმასთან შედარებით, რა პრობლემებიც არსებობს მეზობელ სახელმწიფოებში, საქართველოს დიდი პროგრესი აქვს მიღწეული", - განაცხადა ბორის სილევიჩმა.
Print