ახალი ამბები
მთავრობის ადმინისტრაციაში აკაკი ჩხენკელის მიერ თანამდებობის დატოვებას ადასტურებენ
ჩხენკელმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღო. "გიდასტურებთ, რომ აკაკი ჩხენკელმა დატოვა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე. პრემიერ-მინისტრმა მისი თხოვნა უკვე დააკმაყოფილა. კონკრეტული მიზეზი განცხადებაში მითითებული არ ყოფილა", - განმარტეს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, ვინ შეცვლის აკაკი ჩხენკელს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად აკაკი ჩხენკელი 2013 წლის დეკემბერში დანიშნა.
Print