ახალი ამბები
პრემიერი- არც ერთ ოპონენტს არ აქვს საფუძველი თქვას,რომ ქვეყანაში ეკონომიკური ან ლარის კრიზისია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე დაინტერესდა, რა ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით. პრემიერს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უპასუხა, რომ "აჟიოტაჟი ჩაცხრა, რასაც ჩვენ ვამბობდით. კურსი ნელ-ნელა დასტაბილურდა და ქვემოთ მოიწევს". როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არც ერთ ოპონენტს არ აქვს საფუძველი თქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ან ლარის კრიზისია, პირიქით. "ჩვენ მართლაც ამ ძალიან რთულ ვითარებაში მივაღწიეთ იმას, რომ გვაქვს ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკა. მინდა მოსახლეობისთვის ვთქვა, რომ ძალიან რთული ეკონონიკურ-პოლიტიკური სიტუაციაა რეგიონში - უკრაინა, თურქეთი, რუსეთში. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა ასახვას ჰპოვებს ჩვენს ეკონომიკაზე, ლარზე", -განაცხადა პრემიერმა.
Print