ახალი ამბები
აზერბაიჯანში დაპატიმრებული ჟურნალისტის მხარდასაჭერად თბილისში აქცია იმართება
აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას მხარდასაჭერად თბილისში აქცია იმართება. ჟურნალისტის დაკავებას დღეს 10 დეკემბერს 13 საათზე აზერბაიჯანის საელჩოსთან გააპროტესტებენ. აქცია სახელწოდებით "სოლიდარობა ხადიჯა ისმაილოვას" სოციალურ ქსელ ფეისბუქში ქართველი ჟურნალისტების მიერ დაიგეგმა. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ მათ აზერბაიჯანელ კოლეგას და აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა 12 დეკემბერს ბაქოში დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ისმაილოვა რაიონულ სასამართლოში დაკითხეს თურალ მუსტაფაევას საქმეზე. მას თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში ადანაშაულებენ. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ისმაილოვას 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ხადიჯა ისმაილოვა აზერბაიჯანში კორუფციის თემებზე მუშაობდა და ის რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიებების ავტორიცაა. ასევე ის ყოველთვის ხმამაღლა საუბრობდა აზერბაიჯანში პოლიტიკური მოტივით დაკავებულ პირებზე. ხადიჯა ისმაილოვას "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანული სამსახურის ერთ-ერთი გადაცემა მიჰყავდა.
Print