ახალი ამბები
პრემიერმა გიორგი ზედელაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ სასტუმრო "რედისონში" გააკეთა. გიორგი ზედელაშვილის გადადომის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად არ დასტურდებოდა. გიორგი ზედელაშვილი კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ გააგრძელებს მუშაობას.
Print