ახალი ამბები
პრემიერმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად ანზორ ჩუბინიძე დანიშნა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად ანზორ ჩუბინიძე დაინიშნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი შს მინისტრის მოადგილე იქნება. ანზორ ჩუბინიძე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროსაც ხელმძღვანელობდა.
Print