ახალი ამბები
ოლეგ მელნიკოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა
ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ვარლამ ბალხამიშვილმა დაადასტურა. მელნიკოვი ე.წ. მატროსოვის ციხიდან 6 დეკემბერს გაათავისუფლეს. ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოშია. კუდ-ის ყოფელ თანამშრომელს ბრალი ორი სისხლის სამართლის საქმეზე აქვს წარდგენილი - სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე, ასევე 2005 წელს ე.წ. მოდულის შენობაში 3 პოლიციელის ცემის საქმეზე. ორივე ბრალდება მელნიკოვმა აღიარა, რის სანაცვლოდაც მას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, რომელზეც ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, 2012 წლის 7 დეკემბერს, უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს. ამ დროისთვის მას საქართველოში წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მისი ექსტრადირება საქართველოში 21 სექტემბერს მოხდა. მელნიკოვი თავდაპირველად წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ სცნობდა. მან ჩვენებები მისცა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებში ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ.
Print