ახალი ამბები
ჯეიმს სტავრიდისი ნატო-ს უკრაინის სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებს
ნატო-ს გაერთიანებული ძალების ყოფილი სარდალი ევროპაში, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უკრაინის სამხედრო დახმარებისკენ მოუწოდებს. "გარდიანის" ინფორმაციით, როგორც ჯეიმს სტავრიდისმა განაცხადა, ალიანსმა კიევში სამხედრო მრჩევლები უნდა გააგზავნოს და არ შეზღუდოს კიევისთვის არალეტალური შეიარაღების მიწოდება. "ვფიქრობ, ჩვენ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უნდა გავუწიოთ უკრაინელ სამხედროებს და არ უნდა შევიზღუდოთ უკრაინისთვის არალეტალური იარაღის მიწოდებაში. ჩვენ უნდა მივაწოდოთ მათ საბრძოლო მასალა, საწვავი და დახმარება აღმოვუჩინოთ ლოჯისტიკის სფეროში. ჩემი აზრით, ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება უკრაინისთვის კიბერუსაფრთხოების სფეროში დახმარებას და მრჩევლების გაგზავნას", - აღნიშნა ამერიკელმა ადმირალმა, რომელიც ნატო-ს გაერთიანებულ ძალებს ევროპაში 2009-2013 წლებში ედგა სათავეში.
Print