ახალი ამბები
კვირიკაშვილი - "ენგურჰესი" აფხაზეთის მოსახლეობასთან გარკვეული კავშირის შენარჩუნების საშუალებას იძლევა
ვფიქრობ, ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს ენგურჰესის მოხმარების, უნდა იყოს აბსოლუტურად მისაღები ორივე მხარისთვის, - ამ განცხადებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას განცხადებას გამოეხმაურა. კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ "ენგურჰესი" გახდება მოსახლეობის შემაკავშირებელი ობიექტი და არა გამყოფი. "ენგურჰესი" არის ის ძალიან მცირე რგოლთაგანი, რომელიც დღესაც საშუალებას იძლევა, რომ გარკვეული კავშირი შენარჩუნდეს აფხაზეთის მოსახლეობასთან, ამიტომ ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი გახდება მოსახლეობის შემაკავშირებელი და არა გამყოფი. ამიტომ, ამ ტიპის ნებისმიერი განცხადება არ უნდა ატარებდეს არავითარ შემთხვევაში რაღაც ულტიმატუმის მსგავს ხასიათს. ვფიქრობ, ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს ენგურჰესის მოხმარების, უნდა იყოს აბსოლუტურად მისაღები ორივე მხარისთვის", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, "ენგურჰესის" ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს. ამის შესახებ ხაჯიმბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "დღემდე არ ვიცით, ვიღებთ თუ არა იმ 40%-ს, რომელიც 60%-40%-ზე მომხდარი გადანაწილებით გვეკუთვნის. ჩვენ დაზუსტებით უნდა ვიცოდეთ, გვაქვს თუ არა შესაძლებლობა, რეალურად ვიმუშაოთ ამ მოცულობით. პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები, რომ შევიმუშავოთ დოკუმენტები, რომლებიც გადაწყვეტენ ენგურჰესის საკუთრების საკითხებს. ეს საკითხები საკმაოდ რთული და არცთუ ისე სწრაფად მოგვარებადია, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლებელია. ის, რაც მდებარეობს ჩვენს ტერიტორიაზე, უნდა ეკუთვნოდეს აფხაზ ხალხს", - განაცხადა ხაჯიმბამ.
Print