ახალი ამბები
მარგველაშვილი თურქმენეთს სტუმრობს
გიორგი მარგველაშვილს აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში თურქმენეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში გიორგი ყარალაშვილი დახვდნენ. აშხაბადში გიორგი მარგველაშვილი თურქმენ კოლეგას გურბანგული ბერდიმუჰამოდოვს შეხვდება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებული შემადგენლობით.
Print