ახალი ამბები
საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებამდე ერთი დღე რჩება
საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებამდე ერთი დღე რჩება. საქართველოს დელეგაცია უკვე ბრიუსელში იმყოფება. ევროპარლამენტში კენჭისყრა 17 დეკემბერს შედგება, რის შემდეგაც დეპუტატები საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მიიღებენ. იმისათვის, რომ ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევიდეს, აუცილებელია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწოფოს ეროვნულმა პარლამენტმა დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინოს. ამ დროისთვის ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან დოკუმენტის რატიფიცირება ათმა შეძლო. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესსა და განხორციელებულ რეფორმებს შეეხება. უმრავლესობა ასევე ევროპარლამენტის რეკომენდაციების მოლოდინშია.
Print