ახალი ამბები
ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, 17 დეკემბრიდან 1 დოლარი 1,85 ლარი ეღირება. ბანკთა შორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ ორშაბათს დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 1.84-ს შეადგენდა. შაბათ-კვირას ლარი 1 პუნქტით კიდევ უფრო მყარი იყო, შესაბამისად, 1 დოლარის შეძენა 1.83 ლარად შეიძლებოდა.
Print