ახალი ამბები
აბასთუმანში ვანო მერაბიშვილის მშობლების კუთვნილი სახლი გაქურდეს
აბასთუმანში ვანო მერაბიშვილის მშობლების კუთვნილი სახლი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გვიან საღამოს მძარცველებმა საცხოვრებელში გვერდით მდებარე სახლიდან შეაღწიეს და ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღეს. ქურდობის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. ფაქტს ადასტურებს ყოფილი პრემიერის ადვოკატი, თუმცა მას მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს. შსს-ს ინფორმაციით, უკვე დაკავებული არიან დამნაშავეები და ამოღებულია ნივთმტკიცებები.
Print