ახალი ამბები
ქართულ ბაზარზე, შესაძლოა, რუსული ხორბლის წილი შემცირდეს
ქართულ ბაზარზე, შესაძლოა, რუსული ხორბლის წილი შემცირდეს. რუსეთი რამდენიმე ქვეყნებში ხორბლის ექსპორტს ზღუდავს. რატომ მიიღო ერთერთმა მსხვილმა იმპორტიორმა აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯერ-ჯერობით, უცნობია. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით,რუსეთის ხელისუფლების პირობის მიუხედავად, არ დაეწესებინათ საგარეო ბაზარზე ხორბლის გატანის შეზღუდვა „როსსელხოზნადზორი" ფიტოსანიტარული სერთიფიკატების გაცემას ზღუდავს. აღნიშნულ საკითხს ხორბლისა და პურ - პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია სწავლობს. ასოციაციაში ამ ეტაპზე დაუდასტურებლად აცხადებენ, რომ შეზღუდვა სავარაუდოდ „როსსელხოზნადზორის"ინიციატივას უკავშირდება. პრობლემას უკვე ყურადღება მიაქციეს აშშ-შიც.რუსეთის ქმედების მთავარ მოტივად ქვეყნის შიგნით კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა სახელდება. ამ გადაწყვეტილებით საქართველო მსხვილ მომწოდებელს კარგავს. ამის შესახებ ’’ფორტუნას’’ წისქვილკომბინატების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განუცხადა. სილაგავს თქმით, ქართულ ბაზარზე შემოსული ხორბლის 90% რუსეთზე მოდის. მცირე ნაწილი უკრაინიდან და ყაზახეთიდან შემოდის. ,,რუსული ხორბალი იაფი და ხარისხიანია, შესაბამისად, იმპორტიორი ქვეყვენები მასზე დამოკიდებული გახდა. ერთადერთი გამოსავალი ყაზახეთია, სადაც მოლაპარაკებები იმპორტის ზრდასთან დაკავშირებით საქართველომ უკვე უნდა დაიწყოს. ყაზახეთს აქვს საკმარისი მარაგები იმისთვის, რომ რუსული ხორბალი ჩაანაცვლოს ’’- აცხადებს წისქვილკომბინატების ასოციაციის ხელმძღვანელი.
Print