ახალი ამბები
უკრაინაში გარდაცვლილი მებრძოლის სამგლოვიარო პროცესი
უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მიერ მოკლული ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის, სამგლოვიარო პროცესი კიევში, მაიდანზე ცოტა ხანში დაიწყება. ამ წუთებში მისი კიევში გადასვენების პროცესია მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი ალექსანდრე გრიგოლაშვილი პრორუსმა სეპარატისტებმა გუშინ მოკლეს. ის სოფელ "შასტიაში" დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. ის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. სამხედროების ჯგუფს პრორუსმა სეპარატისტებმა სოფელ შასტიეში ჩასაფრება გუშინ მოუწყვეს. იერიშის შედეგად ერთი ქართველი და ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. დაჭრილია კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.
Print