ახალი ამბები
ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინიდან მისმა თანამებრძოლმა ჩამოაცილა
ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინიდან მისმა თანამებრძოლმა, არკადი ბაიდარმა ჩამოაცილა. მისი თქმით “ყველა იპოვის გამართლებას იმისთვის, რომ რამე არ გააკეთოს. ყველა იპოვის იმის გამართლებას, რომ რამე საქციელის ჩადენაზე თქვას უარი, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იღუპებიან, რომლებიც წინ მიდიან და უსამართლობას ებრძვიან. ასეთი იყო ალექსანდრე. ის ერთ ადგილას არ ჩერდებოდა, ყველაზე მოწინავე მხარეს იყო.“ როგორც ბაიდარმა აღნიშნა, ალექსანდრე გრიგოლაშვილმა 10 დღის წინ უკრაინის მოქალაქეობის მიღების თაობაზე განცხადება დაწერა, თუმცა სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლებამ ამის გაკეთება ვერ მოასწრო. ბაიდარის თქმით, საქმე არა უკრაინისთვის, არამედ აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება და შესაბამისად ახლა ეროვნების კი არა, სამართლიანობის საკითხი დგას.
Print