ახალი ამბები
მიხეილ ხუბუტიას პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდა
რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მიხეილ ხუბუტიას ცემის ფაქტზე გამოძება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლითაა აღძრული. მიხეილ ხუბუტიას დაკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გვიან ღამით დასრულდა. როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, ინციდენტი მასსა და რესტორან "თავადური"-ს დაცვის თანამშრომლებს შორის მოხდა. რესტორან „თავადურის“ დაცვას კომპანია „ალგანი“ უზრუნველყოფს.
Print