ახალი ამბები
პრეზიდენტი საახალწლოდ პატიმრებს შეიწყალებს
შეწყალების კომისიაში უკვე შესულია 500-მდე მსჯავრდებულის განცხადება, რომელთაგანაც, კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განმარტებით, კრიტერიუმებს მხოლოდ 225 მსჯავრდებული აკმაყოფილებს. კომისიის წევრები განაცხადებზე მუშაობას კვირის ბოლოს დაასრულებენ, რის შემდეგაც რეკომენდაციით პრეზიდენტს მიმართავენ. საბოლოო გადაწყვეტილებას გიორგი მარგველაშვილი მიიღებს. „კომისია ყველა განცხადებას იხილავს. უახლოეს დღეებში, როდესაც დავასრულებთ მუშაობას, უკვე რეკომენდაციას წარვუდგენთ პრეზიდენტს. შემდეგ უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტია, როდის გამოაცხადებს შეწყალებას,“ - განმარტა ზვიად ქორიძემ.
Print