ახალი ამბები
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთთან მოკავშირეობისა და პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაცია განახორციელა
დოკუმენტის რატიფიცირებას 28-დან 23-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და პარტნიორობის შეთანხმებას ხელი 24 ნოემბერს მოეწერა. ხელშეკრულება მიზნად ისახავს, ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას, უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფასა და ასევე ქართულ-აფხაზური საზღვრის დაცვას. აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ პარლამენტს დოკუმენტი დასამტკიცებლად 8 დეკემბერს წარუდგინა.
Print