ახალი ამბები
საყდირისის დამცველები დღეს სასამართლოს მიმართავენ
საყდირისის დამცველები დღეს სასამართლოს მიმართავენ. ისინი იმ განაჩენის აღსრულებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც საყდრისზე ნგრევის პროცესი უნდა შეჩერდეს. ნინო მიქიაშვილი განმარტავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ”არემჯი გოლდი” სამუშაოებს უკანონოდ აწარმოებს, რადგან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიას მუშაობის უფლება შეჩერებული აქვს. „არემჯი გოლდს" აეკრძალა ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება, სანამ არ დამთავრდება სასამართლო დავა. სასამართლო დავა ჯერ არ დასრულებულა და ეს გულისხმობს ყველა სასამართლო ინსტანციას. ისინი დღეს უკანონოდ ატარებენ იქ სამუშაოებს. არავითარი გიორგაძის და ანთიძის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ არის კანონიერი და იმის მიმანიშნებელი, რომ მათ აქვთ უფლება იქ იმუშაონ,“ - განმარტავს მიქიაშვილი.
Print