ახალი ამბები
ნიკა გვარამიამ და გია ჟორჟოლიანმა პარლამენტში იჩხუბეს
მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. პროექტის გუშინდელ განხილვაში ტელეკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დებატები მოჰყვა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სპონსორობის მიღების უფლების შენარჩუნების საკითხს, რასაც კერძო ტელევიზიები არ ეთანხმებიან. ამ თემასთან დაკავშირებით ცხარე კამათი "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელ ნიკა გვარამიასა და დეპუტატ გია ჟორჟოლიანს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
Print