ახალი ამბები
ჯორჯ ბუშ უფროსი საავადმყოფოშია გადაყვანილი
აშშ-ის ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი, ჰაერის უკმარისობის გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2012 წელს ბუშმა ამავე საავადმყოფოში ბრონქიტის სამკურნალოდ ორი თვე გაატარა. ბუში, რომელიც 90 წლისაა, შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი იყო. იგი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. ბუში ფეხზე ვერ დგება, თუმცა ივნისში, დაბადების დღის აღსანიშნავად, პარაშუტით გადმოხტა.
Print