ახალი ამბები
სენტ-ლუისის გარეუბანში პოლიციელმა 18 წლის აფროამერიკელი მოკლა
აშშ-ში , ამჯერად - ქალაქ სენტ-ლუისში, კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. პოლიციელმა 18 წლის აფროამერიკელი ანტონიო მარტინი მოკლა. თვითმხილველების განცხადებით, ორი აფროამერიკელი ახალგაზრდა პოლიციის მანქანას დაესხა თავს და მას აგურები დაუშინა. ქალაქის პოლიციაში განაცხადეს, რომ პოლიციელმა მას შემდეგ განახორციელა სროლა, რაც ანტონიო მარტინმა მას თავისი იარაღი დაუმიზნა. მომხდართან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს გამოძიება. ქალაქ ფერგიუსონში, რომელიც სენტ-ლუისის გარეუბანია, მღელვარება, ჯერ კიდევ აგვისტოში, მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა, მაღაზიის ძარცვაში ეჭვმიტანილი, 18 წლის მაიკლ ბრაუნი მოკლა. ადგილობრივებმა პოლიციელები ძალის გადამეტებაში დაადანაშაულეს, რის გამოც ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და საპროტესტო აქცია მოაწყო, რასაც თან ახლდა შეტაკებები, რომლებსაც მსხვერპლიც მოჰყვა. მისურის შტატის გუბერნატორმა ქალაქში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა.
Print