ახალი ამბები
სვეტიცხოველში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს საღმრთო ლიტურგია სრულდება. ტაძარში ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიბრძანდა, რომლის აღსაყდრების 37 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტაძარში იმყოფებიან წმინდა სინოდის წევრები. ტაძარი სადღესასწაულოდ არის მორთული, მათ შორის პატრიარქის ტახტიც. დაახლოებით 12:00 საათისთვის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის სხვა წევრებს ელოდებიან. მსახურების დასრულების შემდეგ უწმინდესი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.
Print